პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს
მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
გრიგოლ იოსელიანი შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან
ერთად დაესწრო.
"გვაქვს გეგმა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური
და ჯანდაცვის პროგრამები უფრო მრავალფეროვანი და მოქალაქეების
საჭიროებებზე მორგებული გახდება. ყველაზე მეტი ყურადღება სოციალურად
დაუცველი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას დაეთმობა. არსებული
პროგრამების გარდა, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის
რამდენიმე მიმართულება. ესენია: ონკოლოგიურ, ეპილეფსია-ფსორიაზით
დაავადებულ, იოდოთერაპიის საჭიროების მქონე მოქალაქეთა დახმარება", -
განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილე ზაზა სოფორმაძე, პარლამენტის წევრი დიმიტრი მხეიძე და
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები