პაატა ნადირაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მერობის
კანდიდატი ამჯერად, იაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
ამომრჩევლებმა კანდიდატს მხარაჭერა აღუთქვეს.
"თქვენი მხარდაჭერა და ასეთი თბილი დამოკიდებულება ჩემთვის ძალზე დიდი
სტიმულია და უპირველესად პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენს სამსახურში და
ყველაფერი გავაკეთო თქვენთვის და ჩვენი ჭიათურის კეთილდღეობისთვის.
ასევე, ჩემი მიზანია სხვადასხვა ქალაქში წასული ახალგაზრდები
დავაბრუნო ჭიათურაში. ამ პროცესს აუცილებლად დავიწყებ და წარმატებულ
ახალგაზრდებს მივცემ საშუალებას საკუთარი უნარები ქალაქის
განვითარებას მოახმარონ"-განაცხადა პაატა ნადირაძემ.
პაატა ნადირაძემ ბოლოს, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი
კანდიდატი ალექსანდრე ციცქიშვილი წარუდგინა. შეხვედრას ჭიათურის
მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში სულხან მახათაძე ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები