რეკლამა
კახა კალაძე კომპანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა (R)
FaceBook
„მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელების პროცესში მერიისა და GWP-ის მუშაობა თანხვედრაში უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ ჯერ, მაგალითად, გზის საფარი დაიგოს და ამას, შემდეგ, წყალგაყვანილობის სამუშაოების გამო, გადათხრა მოჰყვეს", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, კომპანია მზად არის მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელოს და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია განაგრძოს.
„მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შემიძლია კონკრეტული რაიონები დაგისაახელოთ, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, ისეთი, როგორიც არის სამგორის რაიონი, ისანი და შესაბამისად, ამ კომპანიას დაგეგმილი აქვს, მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 000 მილიონი დახარჯოს ამ პრობლემების შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნა იყო, დაზიანების შესახებ ზარზე სწრაფი რეაგირება მოხდეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

GWP -ის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განმარტებით, კომპანია ინვესტიციებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ განვითარებაში ჩადებს.

„მოგეხსენებათ, როდესაც ხდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ქსელების რეაბილიტაციაზე. ამის ნათელი მაგალითია პეკინის გამზირის პროექტი, სადაც კომპანიამ სრულად უზრუნველყო ამ ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კომპანია სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე ახალი გამოცდილებით მუშაობს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კომპანიასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ იქნება“ - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატსა და კომპანია GWP-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა თბილისის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.