სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ
ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც - ამის
შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან
შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის
კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის
განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით
შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.
"შევხვდით სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი
ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე,
თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ", - აღნიშნა კახა
კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის
გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის
განმავლობაში აპირებს და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა
გააკეთონ.
მასალის გამოყენების პირობები