რეკლამა
კახაბერ მახათაძე ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების მოსახლებას შეხვდა.

აღნიშნულ სოფლებში კახაბერ მახათაძე ადგილობრივებს უკვე განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

"სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად ადამიანების დასაქმება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, რომლებიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებს გაზრდიან. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

სოფელ ცხრაწყაროში კახაბერ მახათაძემ ის თეატრალური მოედანი დაათვალიერა, სადაც უახლოეს დღეებში, ვარინკობის დღესასწაული გაიმართება. შეხვედრის დასასრულს, იგი სოფელ ცხრაწყაროს საბავშვო ბაღს ესტუმრა.

"ჩემი მიზანია, ახალგაზრდების მიგრაციის აღმოფხვრა ზესტაფონში. მომავალ თაობას უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარ ქალაქს ის ცოდნა და განათლება მოახმარონ, რაც მუნიცაპალიტეტს გარეთ მიიღეს. მათ უნდა შევუქმნათ სათანადო პირობები და ჯანსაღი გარემო იმისთვის, რომ ახალგაზდებს გაუჩნდებათ სურვილი, საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ და კვალითის დასახლებაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.