"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის
კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე პატარა დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის
დასახლების, ზურგოვანასა და ტურბაზა ,,დიღომის" მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი
საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მოსახლეობა ამ უბნებზე გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის
მოწესრიგებას, ტრანსპორტის დამატებას, სახურავების შეკეთებას,
საბავშვო სკვერების მოწყობასა და ხეების სხვლა-ფორმირებას ითხოვს.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა რომ, მაჟორიტარად
არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას შესაბამისი
სამსახურების ინფორმირების შემდეგ, მათივე ჩართულობით შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები