"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს N5 ოლქის
მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას
გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას სამომავლო
გეგმები გააცნო და იმ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა, რომელზე
მუშაობასაც კახი კალაძის გუნდი აპირებს. ამასთან, ადგილობრივებისგან
მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და ახალი ინიციატივები
მოისმინა.
,,საბურთალო ჩემი უბანია. დიდი პასუხისმგებლობაა იყო საბურთალოელების
მაჟორიტარობის კანდიდატი. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ ყველა
გამოწვევასთან გამკლავებას", - განაცხადა დავით უთმელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები