უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ქუთაისის საკრებულოში,
ამირან კოპალეიშვილი მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად ამირან კოპალეიშვილმა შეხვედრა კარდაკარ, ყაზბეგისა და
ჩანჩიბაძის ქუჩაზე გამართა. მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა
გააცნო და ასევე იმ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა,
რომელიც იგეგმება.
"ერთადერთი რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ არის ის, რომ მე თქვენთან
ერთად ვიქნები. თქვენთან ერთად გადავწყვეტ ყველა მნიშვნელოვან
საკითხს. იგეგმება ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის
განხორციელება, რომელიც მეტ დასაქმებულ ადამიანს მოგვცემს ქალაქში და
უმუშევრობის სტატისტიკას შეამცირებს," - განაცხადა ამირან
კოპალეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები