პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის
მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი ლენა აბაშიძე ხუნევის თემში,
მაღალმთიან სოფელ ბჟინევის მოსახლეობას ბაღდათი-ხარაგაულის
მაჟორიტარმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.
ლურსმანაშვილის განცხადებით, ბჟინევის გზის მშენებლობა შესაძლოა,
მომავალ წელს მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდეს.
ხარაგაულის მერობის კანდიდატის განმარტებით კი, გამარჯვების
შემთხვევაში, აუცილებლად იმუშავებს იმისთვის, რომ 2018 წელს ბჟინევის
გზის რეაბილიტაციაში თანადაფინანსების სახით, ადგილობრივმა
თვითმმართველობამ თავისი წვლილი შეიტანოს.
"სოფელში ორი თუ სამი ოჯახია, ვისაც სოციალური დახმარება შეუჩერდა და
პირობას გაძლევთ, იანვრიდან ამ მიმართულებით ობიექტურობა აღდგება.
მადლობა, რომ ერთი წლის წინ, ნდობა გამომიცხადეთ და თქვენი ბედი
მომანდეთ. ვგრძნობ, რომ საერთო საქმეში, თქვენ ჩემ გვერდით ხართ.
მჯერა, 21 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებთ და გპირდებით, ჩვენ
დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა ნიკოლოზ
თოფურიძემ.
ბჟინევი ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს. სოფელმა მაღალმთიანი
დასახლების სტატუსი 2017 წელს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები