პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს
მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა, საარჩევნო პროგრამის წარდგენა
ქვედა ზონის სოფლების ამომრჩეველთან შეხვედრებით დაასრულა.
გეგუთის, ვარციხჰესის დასახლების, პატრიკეთისა და ტყაჩირის
მოსახლეობას გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები
- რევაზ დიდავა (პატრიკეთის თემი) და შალვა კილაძე (სოფელი გეგუთი)
წარუდგინა.
"ეს მხარე ცნობილია ბოსტნეული კულტურების მოყვანის ყველაზე მაღალი
მაჩვენებლით. ადგილობრივები აქტიურად სარგებლობენ სოფლის მეურნეობის
მხარდამჭერი პროგრამებით, მაგალითად, ტყაჩირში 10 ჰა ფართობზე
გაშენებულია ამერიკული კაკალი. ჩვენი გუნდი ამ ხაზს გააგრძელებს -
ჩვენ ხელს შევუწყობთ თანამედროვე ტიპის მეურნეობების განვითარებას,
რათა აღნიშნული სოფლების ნაყოფიერი ნიადაგი სრულად იქნეს ათვისებული",
- განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
გარდა ამისა, მერობის კანდიდატი წყალტუბოში, ალექსანდრე ყაზბეგის
ქუჩაზე იმყოფებოდა და კარდაკარის პრინციპით, აღნიშნული უბნის
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ მიხეილ კაკაბაძესთან ერთად,
მოსახლეობას შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები