"ქართული ოცნების" საკრებულოს ,,კახიანოურის" ოლქის მაჟორიტარობის
კანდიდატმა, ელეონორა არჩაიამ, თემატური შეხვედრა გამართა
სპორტსმენებთან და გაეცნო მათ პრობლემებს.
,,ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ ქუთაისში სპორტსა და ჯანსაღ
ცხოვრებას პრიორიტეტი მიენიჭოს და მომავალი თაობები სწორი და აქტიური
ცხოვრებით აღიზარდნონ. ჩვენი გუნდი მთელ თავის ძალისხმევას
გამოიყენებს, რათა ფეხზე დააყენოს ეს მიმართულება, როგორც ცენტრალურ,
ისე რეგიონალურ დონეზე. ,,ქართული ოცნება"" ყველაფერს გააკეთებს
იმისათვის, რომ ღირსეულად ემსახუროს მომავალ თაობას, დაიცვას და
გაატაროს მათი ინტერესები.''
მასალის გამოყენების პირობები