რეკლამა
არჩილ გოგსაძე: ყველა ის რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტს გააჩნია (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ობჩის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმა გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველოფასა და შიდა სასოფლო გზების მოწერსიგებას ეხება.

არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მოსახლეობისთვის გაზიარების მზადყოფნას გამოთქვამს, რათა სოფელი ახალი მიმართულებით განვითარდეს.

"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. ჩვენს ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და დროა, მათი ნაწილი ჩვენმა რეგიონმაც მიიღოს. ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. მზად ვარ, თითოეულ თქვენგანს შესაბამისი გარემოს შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესის წარმოებაში დავეხმარო", -განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მერად არჩევის შემთხვევაში, არჩილ გოგსაძე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების მზადყოფნას გამოთქვამს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.