პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სპორტის
განვითარების ცენტრში, ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა.
მერობის კანდიდატთან ერთად, სპორტსმენებს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე შეხვდა და აღნიშნული სფეროს
მიღწევებზე ისაუბრა.
"დღეს შესანიშნავი შეხვედრა შედგა. მოჭიდავეთა მხარდაჭერას ძალიან
ვაფასებ. ოზურგეთი სპორტის ამ სახეობაში წარმატებებით ნამდვილად
გამოირჩევა. ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით თქვენს თანადგომას და
დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ბეგლარ
სიორიძემ.
შეხვედრას ასევე, პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში მერაბ
ჭანუყვაძე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით
გრძელიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე და "ფალავანთა
კლუბის" დირექტორის მოადგილე ავთო თავაძე ესწრებოდა.
"სპორტული საზოგადოება ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად გაერთიანდა.
ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რას აკეთებდა და აქედან გამომდინარე, რას
გააკეთებს იგი ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მოჭიდავეთა ოჯახი იდგა
და დღესაც დგას ბეგლარ სიორიძის გვერდით", - აღნიშნა მუხრან
ვახტანგაძემ.
ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოჭიდავეებს მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები