რეკლამა
ირაკლი ტაბაღუა რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მზადყოფნას გამოთქვამს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის დანარჩენ ექვს კანდიდატთან ერთად, დღეს რუსთავში, პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

"მადლობელი ვარ მმართველი გუნდის, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიყო ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატი და განვახორციელო ის ძირითადი პროექტები, რომელიც რუსთავისა და რუსთაველების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ჩემს გუნდთან ერთად, მზად ვარ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.