"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის
კანდიდატი, ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის N3ა კორპუსში
მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
როგორც შეხვედრაზე განუცხადეს დეპუტატობის კანდიდატს, კორპუსს
სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. გარდა
ამისა, მოსაწესრიგებელია კორპუსთან მდებარე სტადიონი და ეზოს ასფალტის
საფარი.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას
აწუხებს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო
პროგრამაში გათვალისწინებულია და შესაბამისად, მისი გამარჯვების
შემთხვევაში, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ გამოწვევებს პასუხი
დროულად გაეცეს.
მასალის გამოყენების პირობები