"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის
კანდიდატი დავით უთმელიძე თამარაშვილისა და შევარდენიძის ქუჩის
მცხოვრებლებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების
სამომავლო პროექტები გააცნო და მათი ინიციატივები მოისმინა.
"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამინდის მიუხედავად შეხვედრაზე
მობრძანდით, მომისმინეთ და თქვენი ინიციატივები გამიზიარეთ. თქვენი
მხარდაჭერა და თანადგომა მოტივაციას მიმაღლებს და ბრძოლის სურვილს
გამარჯვებისთვის მიორმაგებს", - განაცხადა დავით უთმელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები