რეკლამა
სამტრედიის მერობის კანდიდატი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამტრედიის მერობის კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კობა ძიძიგური და ზაზა ადეიშვილი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"ძალიან კარგად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში კანალიზაციის სისტემა ფაქტიურად არ არსებობს. მომავალი წლიდან, ჩვენი დეპუტატის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, გერმანიის ერთ-ერთი კომპანია პროექტს მოამზადებს, ხოლო შემდეგ, ისევ უცხოელებთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამ ოთხი წლის განმავლობაში, სამტრედიის კანალიზაციისა და წყლის სისტემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს", - განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.

მისივე თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი გზების რეაბილიტაციასთან ერთად, განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია იქნება.

"მომავალ წელს, ძირითადი აქცენტი გვექნება გადატანილი ბავშვებზე და ბაღებზე. წელს თუ ძალიან ბევრს ასფალტს ვაგებდით, მომავალ წელს ძირითადი აქცენტი ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გაკეთდება", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.