"ჩვენი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთიანი
გუნდი, რომელსაც წარმოვადგენ მე, ,,კახიანოურის" ოლქის საკრებულოს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელეონორა არჩაია,
პირობას გაძლევთ, რომ თქვენთან ერთად მივაღწევთ მიზანს და ეს
გამარჯვება სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემს თითოეულ მოქალაქეს,
როგორც საკუთარი თავის გასავითარებლად, ასევე ქალაქის ასაშენებლად.
თქვენთან შეხვედრები მაძლევს ძალას, მომავლის რწმენას, რომ ქუთაისი
ყველას გვიყვარს, რომ ყველანი ორიენტირებული ვართ მის განვითარებაზე
და რომ ჩემი ეს ძალისხმევა არ იქნება ფუჭი და იქნება დიდი შედეგის
მომტანი", - აღნიშნა ამომრჩეველთან შეხვედრისას დეპუტატობის
კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები