პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს" ტყიბულის მერობის
კანდიდატი თემურ ჩუბინიძე საწირის თემის სოფლების - დაბაძვლის,
ძიროვნის, სამტრედიის, ახალსოფლის, საწირისა და ბზიაურის მოსახლეობას
შეხვდა და მათ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იზო ნემსაძე
წარუდგინა.
თემურ ჩუბინიძემ შეხვედრაზე საწირის, როგორც ტურისტული და საკურორტო
პოტენციალის მქონე სოფელზე ისაუბრა.
"ეს მომავლის სოფელია, სადაც ხელისუფლება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ
პროექტებს გეგმავს. უკვე დასრულების სტადიაშია სოფლის გაზიფიცირების
პროცესი. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წყლის ახალი
მაგისტრალი გაკეთდება და საწირე სულ მალე გახდება ევროპული ტიპის
სოფელი–კურორტი. საწირის განვითარების პროექტი სამთავრობო პროექტად
გამოცხადდა", – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები