პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს" ხობის მერობის
კანდიდატი გოჩა ქაჯაია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი გურიფულის, საჯიჯაოსა და ხობის მოსახლეობას შეხვდა,
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა, საარჩევნო პროგრამა და
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიფულში - თეა
გელანტიაა, საჯიჯაოში - ავთანდილ ხუნჯუა, ხოლო ხობში - ვლადიმერ
ქანთარია.
შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულ საკითხებად სანიაღვრე
არხების მოწესრიგება, გაზიფიცირება და სასოფლო გზების კეთილმოწყობა
დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები