პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამტრედიის
მერობის კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა
ადეიშვილთან ერთად, წერეთლის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მისი გამგებლობის
პერიოდში სამტრედიაში განხორციელდა.
"ხელისუფლებამ პირველი, რაც გააკეთა, ადამიანების ჯანმრთელობაზე
ზრუნვაა. საშუალება გაჩნდა იმისა, რომ მოქალაქეებმა იმკურნალონ.
განათლების მიმართულებით, უნივერსიტეტებში გაჩნდა უფასო ფაკულტეტები,
რომელშიც სახელწიფო დიდ თანხას ხარჯავს. ეს ყველაფერი კი, იმისთვის
კეთდება, რომ თქვენს შვილებს განათლების მიღების პირობები ჰქონდეთ", -
განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.
მასალის გამოყენების პირობები