პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს
მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ წყალტუბოს, მეორე უბანს,
ჩუნეშისა და ქვილიშორის მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩევლის წინაშე ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა
დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა წარადგინა.
"ჩვენ ვიქნებით იმ ძლიერი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელიც
მოქალაქეების საჭიროებებს ითვალისწინებს და მათ მოსაზრებებს
უყურადღებოდ არ ტოვებს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა
ინფრასტრუქტურული პროექტი, მოსახლეობის ჩართულობით, პრიორიტეტების
სწორად განსაზღვრის გზით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში
დაიგეგმება და განხორციელდება", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ
წყალტუბოს თემიდან გრიგოლ ივანეიშვილი ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები