რეკლამა
კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო (R)
FaceBook
თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას - ამის შესახებ, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა.
"ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამისათვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაც" - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძე, დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა აღმაშენებლის გამზირი, ფიროსმანის, წინამძღვრიშვილისა და ჩიქობავას ქუჩები დაათვალიერა. კახა კალაძე, ასევე, წინამძღვრიშვილის N121-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთაზე გაამახვილა. მისი თქმით, საჭიროა ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქში შემცირდეს ჰაერის დაბინძურების დონე.

"გვაქვს ამბიცია იმის, რომ 4 წელიწადში ქალაქში რადიკალური განსხვავება იყოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ახალი მწვანე სივრცეების შექმნისა და არსებული პარკებისა თუ სკვერების რეაბილიტაციის გარდა, ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რადგან გამონაბოლქვი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს" - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება სკვერების, სპორტული მოედნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.
"ქაოტური განაშენიანების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული ამ ქალაქში. გვეყო ის, რაც გავაკეთეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში - დავამახინჯეთ დედაქალაქი და უკვე ამის უფლება აღარ გვაქვს. ამ მიმართულებით თუ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე წელიწადში ქალაქში სუნთქვა შეუძლებელი იქნება. მშენებლობების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სწორად და ხარისხიანად", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ირაკლი ზარქუა და ბექა დავითულიანი შეხვდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.