"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის
კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონის
მე-20 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩეველთან შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება, მათ
შორის, კორპუსთან არსებული სკვერის კეთილმოწყობა და საავტომობილო
გზაზე სიჩქარის შემაკავებელი ბორცვების დამონტაჟება.
ლევან დავითაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ
საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების
მოგვარებას შეუდგება.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გუნდს და უშუალოდ თბილისის მერობის
კანდიდატს, კახა კალაძეს გააჩნია დეტალურად ჩამოყალიბებული სამოქმედო
გეგმა და ქალაქის განვითარების მკაფიო ხედვა, რომელიც ყველა უბანს
შეეხება და რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. შეიქმნება სათანადო
წინაპირობები იმისათვის, რომ გაუმჯობესება ყველა უბანზე აისახოს", -
განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები