პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩხერის მერობის
კანდიდატმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა რეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებისგან არსებული პრობლემების
შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
საუბარი ასევე, შეეხო გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის ადგილობრივ დონეზე
შესრულებას, შშმ პირთა საკითხებზე მუნიციპალური პოლიტიკის ფორმირებასა
და განხორციელების საკითხებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჩხერეში შშმ პირთა ინტეგრაციის მიზნით,
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც აქტიურად
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები