"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის
კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული
ხედვები გააცნო.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას
ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას
აწყდება.
თბილისის მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ აღნიშნული საკითხი მისი
მერობის პირობებში მოგვარდება.
"რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩემი
მერობის პირობებში ეს საკითხი იქნება მოგვარებული. არსებობენ ოჯახები,
რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ ოჯახები, თაობები გაიზარდა ამ
ოჯახებში და დღემდე ცხოვრობენ იმის შიშით, რომ არ გამოასახლონ.
ვპირდები მათ, რომ ხელცარიელს არ დავტოვებ ამ ბიუროკრატიის პირობებში"
- განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეს ოჯახები გაიმიჯნებიან მათგან, ვინც 2012 წლისთვის
სახელმწიფო დაწესებულებებში მიზანმიმართულად იჭრებოდა.
კახა კალაძე ამომრჩეველს ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული
და ურბანული საკითხების გარდა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზეც
ესაუბრა.
მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება
გაიზრდება, მუნიციპალური პროგრამები კიდევ უფრო დაიხვეწება.
კახა კალაძესთან ერთად კრწანისის მოსახლეობას საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტარი ბექა ოდიშარია და
კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე შეხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები