პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის
მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ არგვეთის თემის მოსახლეობას
შეხვდა.
შეხვედრაზე ტრანსპორტის, სწყლისა და გაზის პრობლემები განიხილეს.
საუბარი ასევე, შეეხო სკოლისა და საბავშვო ბაღის რესტავრაციის
საკითხს.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და
ადგილობრივების იმ კითხვებსაც უპასუხა, რომელიც მათი ინტერესის სფეროს
წარმოადგენდა.
"ოთხი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენიმე
ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული.
სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო
სახელმძღვანელოები, ეს ის პროგრამებია, რომელიც გაგრძელდება და კიდევ
უფრო დაიხვეწება", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ტუკვაძე
წარუდგინა და არსებული პრობლემების მოგავრებაში დახმარებას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები