"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამასა და პროექტებს ძელქვიანის
ოლქის ამომრჩეველი ყოველდღიურად ისმენს.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი მოსახლეობას
იმ საკითხებს აცნობს, თუ რის გაკეთებასაც გეგმავს მმართველი გუნდი
გამარჯვების შემთხვევაში.
" ჩვენ ვიქნებით გუნდი, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს
ინფრასტრუქტურულ საკითხებს ქუთაისის ყველა უბანში. 24 საათიანი წყლის
მიწოდება მოსახლეობისათვის, გზის საფარის მოწესრიგება ყველა ქუჩასა და
ჩიხში, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრა , სანიაღვრე და
საკანალიზაციო სისტემების დამონტაჟება , მოძველებული გარე განათების
სისტემის ახლით შეცვლა – ეს, ის პრიორიტეტულია საკითხებია , რომლის
მოგვარებასაც, ჩვენი გუნდი, გამარჯვების პირველივე დღიდან დაიწყებს."
– მიმართა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა ამომრჩეველს.
მასალის გამოყენების პირობები