რეკლამა
კახა კალაძე: მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის (R)
FaceBook
"ზოგადად, როდესაც, შეხვედრა იგეგმება, ამის შესახებ ამომრჩევლებს ვაწვდით ინფორმაციას. შეკრებებზე მოსულ მოქალაქეებს შორის ზოგი მასწავლებელია, ზოგიც კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი. პედაგოგებიც ამომრჩევლები არიან და მე მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ჰკითხა, წარმოადგენდნენ თუ არა სასწავლო დაწესებულებებს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი მიიღო.

კახა კალაძე დღეს დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.