პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხობის მერობის
კანდიდატი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საჯიჯაოს, ნოჯიხევის და ხეთის
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.
გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჯიჯაოში - ავთანდილ
ხუნჯუა, ნოჯიხევში - გოჩა სიჭინავა, ხოლო ხეთაში - აბელ ქირიაა.
"ნოჯიხევის საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა და სასწავლო პროცესი
კომფორტულ გარემოში მიმდინარეობს. ხეთისა და საჯიჯაოს ბაღებში
სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები გვექნება. ნოჯიხევსა და
ხეთაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - დასახლებების
გაზიფიცირება ხორციელდება, რაც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჩვენი, უპირველესი მიზანია, ყველა
სოფელში იყოს გზა და საბავშვო ბაღი კეთილმოწყობილი", - განაცხადა გოჩა
ქაჯაიამ.
მასალის გამოყენების პირობები