რეკლამა
„დღე ავტომობილების გარეშე“ - კახა კალაძემ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა (R)
FaceBook
"ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს" - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა პეკინზე მიმდინარე ველორბოლაზე გააკეთა, რომელშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად მონაწილეობდა.

ველორბოლა პეკინის ქუჩაზე ორგანიზაიამ - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა და საერთაშორისო დღეს - "დღე ავტომობილების გარეშე" მიუძღვნა.
კახა კალაძის განცხადებით, პირადად არის დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით და გუნდთან ერთად აქვს გეგმა, თუ როგორ განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქალაქში.

"ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ველობილიკების მოწყობა შესაძლებელია როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე სკვერებსა და პარკებში. ვფიქრობ, ძალიან მალე გავუწევთ ველოსიპედს პოპულარიზაციას. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ყველა თაობისთვის და პირადად მე ვარ ამ საკითხით დაინტერესებული" - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ველორბოლა ახლადრეაბილიტირებული პეკინიდან დაიწყო. კახა კალაძემ პეკინის გამზირზე განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

ველორბოლაში დღეს ველომოყვარულები, საჯარო პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
"დღე ავტომობილის გარეშე" 2000 წელს, ევროკომისიის მიერ დაარსდა და აქტიურად აღინიშნება ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.