პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის
კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ მათხოჯის, ხიდისა და სუხჩას სოფლებში
მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და
მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
"მე და ჩემი გუნდი მოვდივართ იმისთვის, რომ არსებული პრობლემები
მინიმუმამდე დავიყვანოთ და ხელი შეგიწყოთ თქვენ - სოფლად
მცხოვრებლებს, კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ. ჩემი პრიორიტეტი
სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებაა, რისთვისაც
სახელმწიფო საინტერესო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. მე
ვიქნები გარანტი იმისა, რომ ეს პროგრამები თქვენამდე მოვიტანო და
შესაბამისი კონსულტაციები გაგიწიოთ", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ
მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები