პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის
მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ თოფურიძემ მორიგი შეხვედრა სოფელ
საქარიქედის ამომრჩეველთან გამართა.
ნიკოლოზ თოფურიძემ საქარიქედის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი აკაკი ლურსმანაშვილი წარუდგინა და ხელისუფლების მიერ
განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.
"დამერწმუნეთ, მას შემდეგ, რაც ხარაგაულის გამგებელი ვარ, ჩემი ყოველი
დღე თქვენზე ფიქრით იწყება. მესმის, რომ ქვეყანაში ზოგადად, ბევრი
პრობლემაა. პირობას გაძლევთ, ეტაპობრივად, სოფლისა და ხალხისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტები განხორციელდება", -
განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი
ოთხი წლის განმავლობაში, არამარტო ცენტრალური გზები, არამედ შიდა
საუბნო გზებიც მოწესრიგდება. ასევე, გაგრძელდება გაზიფიცირებისა და
წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები