"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს
მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში, დელისის ქუჩის ამომრჩეველს და ნადარეიშვილის ქუჩაზე
მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს, ქალაქისა და კერძოდ,
საბურთალოს განვითარებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით სამომავლო
გეგმები გააცნო და მათი ინიციატივები მოისმინა.
დავით უთმელიძის თქმით, თითოეული ადამიანის საჭიროებას აუცილებლად
გაითვალისწინებს და გამოწვევების დაძლევაზე მუშაობას, ეტაპობრივად,
მათთან ერთად დაიწყებს.
"ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის თითოეული ადამიანის, ჩვენი ქვეყნის
თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა გარდავქმნათ
თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად", - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები