"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა შეხვედრა
ამჯერად თხელიძის ქუჩაზე გამართა.
პაატა ნადირაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა. ასევე აღნიშნა,რომ მისი მერად არჩევის
შემთხვევაში,ჭიათურაში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი
განხორციელდება. განსაკუთრებით იზრუნებს გზების, წყალმომარაგების
სისტემისა და ყველა სოფლის გაზიფიცირებაზე.
"ძალიან მალე დაიწყება გრანდიოზული პროექტი, რაც ქალაქის სრულ 24
საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს, ისევე როგორც მოძველებული ქსელის
რეაბილიტაციას მთელი ქალაქის მასშტაბით. პრობლემურ გაზიფიცირების
თემასაც საბოლოოდ აღმოვფხვრით და ყველა სოფელს და ყველა ოჯახს ექნება
გაზი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, ჭიათურაში მიმდინარეობს
ახალი თანამედრო ტიპის საბაგირო გზების მშენებლობა ცენტრიდან 4
მიმართულებით,რომელსაც ფრანგული კომპანია ,,პომა გალსი" ახორციელებს
და მალე ჭიათურას ახალი თანამედროვე ტიპის ევროპული სტანდარტების
გონდოლები ექნება. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში პრიორიტეული იქნება
გზების რეაბილიტაცია", - აღნიშნა პაატა ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები