პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ როხის
მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე სოფელში არსებული
პრობლემები განიხილა, რომელიც ძირითადად, მოსახლეობის წყალმომარაგებით
უზრუნველოფასა და ინფრასტრუქტურის მოწერსიგებას ეხებოდა.
"ამ კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია. მომავალი წლიდან
კი, ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე და
საკანალიზაციო მეურნეობის მოწესრიგება, გამწმენდი ნაგებობების
პროექტირება და მშენებლობა დაიწყება. ასევე, დაიწყება ახლი პროექტები,
რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია", - განაცხადა არჩილ გოგსაძემ.
მასალის გამოყენების პირობები