მმართველი გუნდის მიერ, ქუთაისის ქალაქ მუზეუმის ოლქში წარდგენილმა
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ჭეიშვილმა
მორიგი შეხვედრა გელათის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართა.
ხალხთან საჯაროდ საუბრის დროს ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და
ინფრასტუქტურულ საკითხებზე გამახვილდა.
"პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" და უშუალოდ ჩვენი
გუნდი წარმოადგენს იმ ადამიანთა ერთობას, რომელსაც გააჩნია მკაფიო
გეგმა და ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი. აქედან,
გამომდინარე მოგიწოდებთ ყველას მაღალი აქტივობით დააფიქსიროთ 21
ოქტომბერს თქვენი არჩევანი რათა საფუძველი ჩაუყაროთ ქუთაისის სტაბილურ
განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას", - განაცხადა
დეპუტაოტობის კანდიდატმა გიორგი ჭეიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის
დროს.
მასალის გამოყენების პირობები