პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ონის მერობის
კანდიდატი ემზარ საბანაძე და რაიონული შტაბის წევრები სოფელ სევას,
ფარახეთის, შარდომეთისა და ახალი ჩორდის მოსახლეობას შეხვდნენ.
მერობის კანდიდატი სევასა და შარდომეთში მიწისძვრის შედეგად
დაზარალებულთა ოჯახებს ეწვია. შეხვედრები დიალოგის რეჟიმში
წარიმართა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მერობის კანდიდატს არსებული პრობლემები
გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს
მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივაზე.
ემზარ საბანაძის განცხადებით, ადგილობრივებს ისეთი პირობები უნდა
შეუქმნან, რომ სოფლები მოსახლეობისგან არ დაიცალოს.
მასალის გამოყენების პირობები