"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, წითელხევის
მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მოსახლეობა მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებით უზრუნველყოფას და
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს.
საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარებას. არჩილ გოგსაძის
თქმით, დროა მუნიციპალიტეტში სიახლე დაინერგოს და დაიწყოს იმ
კულტურების განვითარება, რაც ბაზარზე მოთხოვნადია.
"ჩვენმა გლეხებმა იციან როგორ მოუარონ ვაზს და ამ ცოდნით კარგი
მოსავალი მოაქვთ, თუმცა ნაკლები ცოდნა აქვთ სხვა კულტურების მოვლის
შესახებ. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ შესაბამისი ცოდნა და
გამოცდილება, რათა სოფლის მეურნეობა ახალი მიმართულებით
განვავითაროთ", - განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები