"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია
ლესელიძის ქუჩის ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან
ერთად შეხვდა.
კანდიდატებმა მოსახლეობასთან კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებაზე
ისაუბრეს და ადგილობრივებს განუმარტეს, რომ 2018 წლიდან ქუთაისში
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იწყება, რომელიც ქალაქის
საკანალიზაციო სისტემის სრულ მოწესრიგებას ითვალისწინებს.
"ლესელიძის ქუჩა და კონკრეტულად ჭომის დასახლება ქუთაისში არის უბანი,
სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. ამიტომ ჩვენი
ხელმძღვანელობისას, პირველ ეტაპზე ის უბნები მოწესრიგდება, რომლებსაც
ეს საკითხი განსაკუთრებით აწუხებთ. მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ
მათთვის მიცემულ სიტყვას შევასრულებთ და ყველა მათი ინიციატივა იქნება
მოგვარებული", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობასთან
გამართულ შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები