18 სექტემბერს, ჭიათურაში პარტია ,,ქარული ოცნება–დემოკრატიული
საქართველოს" მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა
შემსრულებლებმა და ჯგუფმა ,,რეზო და ბავშვებმა"" მსმენელებისთვის
20–მდე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
დავით აღმაშენებლის სახელობის ბაღში გამართულ კონცერტზე ჭიათურის
მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
,,მადლობას გიხდით აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ მობრძანდით და ამ
საღამოს ჩვენს გვერდით ხართ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა
წინასაარჩევნო პროცესშიც და არჩევნების დღესაც. 21 ოქტომბერს
აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საკუთარი
მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოთ.
მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერთ პარტია
,,ქართულ ოცნებასა" და მათ მიერ დასახელებულ კანდიდატებს.
მოსახლეობას სიტყვით მიმართა პარტია "ქართული ოცნების" საკრებულოს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინა ასანიძემ, პარლამენტის
წევრებმა: სულხან მახათაძემ და კობა ლურსმანაშვილმა.
კონცერტის დასასრულს დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორმა ნანა
ჯიქიამ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე აკადემიის საპატიო
პროფესორად დაასახელა და სპეციალური დიპლომი გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები