პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის
მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს
განაგრძობს.
მერობის კანდიდატი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა
ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ კიცხისა და ბორის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე ყურადღება გასული ოთხი წლის განმავლობაში
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.
ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება და
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლების
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"მოსახლეობას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ სოფელი
მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ცხრა თვის წინ, როცა ნდობა ერთხელ უკვე
გამომიცხადეთ, მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა ავირჩიეთ და კიცხის
თემში ჯამში, ხუთი კილომეტრამდე გზას კაპიტალური რეაბილიტაცია
უტარდება. ჩემი მერობის შემთხვევაში, ეს ტენდენცია გაგრძელდება", -
განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხარაგაულის მერობის
კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და თვითმმართველობის არჩევნებში
წარმატება უსურვა.
"გასული ცხრა თვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნიკოლოზ
თოფურიძის მერად არჩევის შემთხვევაში, ხარაგაულში მნიშვნელოვანი და
საჭირო პროექტები განხორციელდება. სახელმწიფო რეგიონებს და მათ
განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. ძალიან მალე, ეს სიკეთეები ყველა
თქვენგანს შეეხება", - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები