პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის
მერობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს
განაგრძობს
.
მერობის კანდიდატი, ხარაგაულის საკრებულოს დაბის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატ პაატა გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის
მოსახლეობას შეხვდა.
ნიკო თოფურიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პატარა
ხარაგაულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა მოწესრიგდება,
ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ბავშვებისთვის
გასართობი მოედნები მოეწყობა.
"დიდ ყურადღებას მივაქცევთ ასევე, სხვადასხვა სტიქიური თუ მეწყერული
პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენას. ამ კუთხით ძალიან ბევრი
განცხადება შემოდის. ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი პრიორიტეტი
იქნება", - აღნიშნა ნიკო თოფურიძემ.
მერობის კანდიდატმა ყურადღება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის
50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გაამახვილა და განაცხადა,
რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის ეკონომიკურ
განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები