პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის
კანდიდატი ლადო ჯურხაძე ქუტირის თემის ამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა სოფელ ქუტირის, გვაზოურისა და პატარა ჯიხაიშის
მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრობლემებზე
ისაუბრა, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.
ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, სოფლის
მეურნეობასა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას განსაკუთრებულ
ყურადღებას დაუთმობს.
შეხვედრას, მერობის კანდიდატთან ერთად, ქუტირის თემის მაჟორიტარობის
კანდიდატი მარიეტა ლეთოდიანიც ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები