ვაკისუბნის და სულხან-საბას დასახლებაში საკრებულოს დეპუტატობის
კანდიდატი მამუკა რიჟამაძე ამჯერად თაბუკაშვილის ქუჩის 38-ე 36-ე,
ხუნდაძის 59-ე და დადიანის 59-ე 57-ე ბინის მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატი ამომრჩეველს პარტია "ქართული ოცნების" სამომავლო
გეგმებზე და იმ პროექტზე ესაუბრა, რომლის მიხედვითაც ქუთაისი მალე 24
საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. შეხვედრისას ასევე ყურადღება
სოციალურ პროგრამებზეც გამახვილდა.
"ინფორმაციის გაცვლით, კომუნიკაციით მოსახლეობასა და ადგილობრივ
თვითმმართველობას შორის შესაძლებლობას მოგვცემს არსებული პრობლემები
დროულად მოგვარდეს", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატობის
კანდიდატმა მამუკა რიჟამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები