"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის
კანდიდატი ნიკო თოფურიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,
მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
თოფურიძე ხარაგაულის დაბის მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა
გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. მერობის
კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს იფრასტრუქტურის
მოწესრიგებასა და სკვერების რეაბილიტაციას დაპირდა.
"დიდ ყურადღებას მივაქცევთ სტიქიური თუ მეწყერული პროცესებისგან
დაზიანებული სახლების აღდგენას. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს
აწუხებს და ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი
იქნება" - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკო თოფურიძემ.
მოსახლეობასთან საუბრისას მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის
რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის
ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც, თავის
მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობას და ადგილობრივებისთვის შემოსავლების
ზრდას გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები