რეკლამა
"ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბირბიჩაძის საარჩევნო შტაბი ამოქმედდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბირბიჩაძემ კახი კალაძის მიერ ოფიციალურად წარდგენის შემდეგ საარჩევნო შტაბი გახსნა. ვაჟა-ფშაველას N 85-ში მდებარე შტაბის გახსნას პარლამენტარ ბიძინა გეგიძესთან, მაჟორიტარობის კანდიდატთან, ჯაბა ჯიშკარიანთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკელებმა არაერთხელ დააფიქსირეს სწორი არჩევანი, რომელიც ქალაქის განვითარებასა და წინსვლას უკავშირდებოდა.

ის იმედოვნებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება.

"დღეიდან ვაკის რაიონის N 03 ოლქის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ ვაჟა-ფშაველას N 85-ში და მოგვაწოდონ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიქნებით მათ სამსახურში, გავმართავთ შეხვედრებს ამომრჩევლებთან და როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე, არჩევნების შემდეგაც ვიზრუნებთ რაიონში უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე.

დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ ჩვენ მყისიერად შევუდგებით რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას, შეეხება ეს სოციალურ მდგომარეობას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ეკოლოგიას თუ ა.შ. და სულ მალე თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი," - განუცხადა საზოგადოებას "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.