"სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული
პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი
და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების
გადაჭრისაკენ.
ამ კანონის თანახმად, ამ სტატუსის მქონე სოფლებისთვის განისაზღვრა
შეღავათები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ
პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების
ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას",
– ეს განცხადება ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა
ჭიათურამ სოფელ ბერეთისაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები