"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში, ფერსათის თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების
შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მოსახლეობის ძირითადი პრობლემები
ინფრასტრუქტურულ საკითხებს - გზებისა და წყლის სისტემის მოწესრიგებას
უკავშირდება.
შეხვედრაზე სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს. არჩილ გოგსაძემ
მოსახლეობას, გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების
მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები