პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ავტომშენებლის
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმედა საღინაძე ზურაბ
ჭავჭავაძის და ბუკიას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.
იმედა საღინაძემ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობასთან
ერთად იმ პროექტებზეც ესაუბრა ,რომელიც ჯანდაცვის კუთხით განვითარებას
გულისხმობს. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე
ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა,რომლის
განხორციელებაც არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის დეპუტატი კობა
ნარჩემაშვილი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები